geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების წარდგენა თსუ-ში

თსუ-ში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების წარდგენა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის ხელს შეუწყობს სტუდენტურ ინიციატივებს - როგორც სამეცნიერო, ასევე შემეცნებით-გასართობი მიმართულებით.

სტუდენტური პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებში ასახულია სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შეგროვებული და დამუშავებული მასალა.

„ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ამ ნაშრომების გაცნობა. ეს არის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც კიდევ უფრო ფასეული და მნიშვნელოვანი წყარო იქნება წლების შემდეგ,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

წიგნები, რომლებიც სიღნაღის, წალკის, დუშეთისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს ეხება, 2025–2026 წლებში გამოიცა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით.

თანაავტორებს შორის არიან გეოგრაფიის ბაკალავრიატის სტუდენტები - ნათელა პაპოიანი, ანაიდ მანუკიანი, ნინო ციკოლია, ანა გულბანი, ალექსანდრე ინაშვილი, საბა დარბაიძე, ირინე გაფრინდაშვილი; მაგისტრანტები: მარიამ ჯაფოშვილი, მერი ჩიტიშვილი, გიორგი აბრამიშვილი, ლაშა ქარქუსაშვილი, ხატია ყველაშვილი.

თარიღი: 16/04/2026